21:17 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-03 15:22:57, 542 ნახვა

პოლიტიკა
ქართული ოცნების კანონპროექტი - რა ქმედებები ჩაითვლება სამშობლოს ღალატად
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს სამშობლოს ღალატის მუხლი ემატება. ივანიშვილის დეპუტატების ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსს 307-ე პრიმა მუხლი დაემატება, რაც "სამშობლოს ღალატისთვის" სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დაარეგულირებს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე, 309-ე, 310-ე, 311-ე, 312- ე, 313-ე, 314-ე, 315-ე, 318-ე ან/და 319-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამ ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კი განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ახალ, 307-ე პრიმა მუხლზე მითითებით.

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, სამშობლოს ღალატად შემდეგი ქმედებები ჩაითვლება:

  • საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა
  • ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება
  • საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა
  • უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა
  • საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა
  • სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა
  • ჯაშუშობა
  • შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად
  • საბოტაჟი
  • უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება

კანონპროექტი ასევე განმარტავს, თუ ვინ ჩაითვლება 307-ე პრიმა მუხლის მიზნებისთვის თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს თანამშრომლად. ასეთ თანამშრომლად მიიჩნევა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პირი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics