22:15 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-02 10:33:21, 483 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ინგლისური ოფიციალურ ენად გამოაცხადა ფედერალურ დონეზე
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ინგლისური ოფიციალურ ენად გამოაცხადა ფედერალურ დონეზე.

„ჩვენი რესპუბლიკის დაარსების დღიდან, ინგლისური გამოიყენებოდა ეროვნულ ენად. ამიტომ დიდი ხანია, დადგა დრო, რომ ინგლისური გამოცხადდეს შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად“, – ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში.

ამგვარად, აშშ-ის ისტორიაში პირველად ქვეყანას ოფიციალური ენა აქვს.

აქამდე ინგლისური ოფიციალურ ენად გამოცხადებული მხოლოდ ცალკეული შტატების დონეზე იყო. კერძოდ, 50 შტატიდან 32-ში.

თავისი განკარგულებით დონალდ ტრამპმა გააუქმა 2000 წელს გამოცემული განკარგულება, რომელიც ავალდებულებდა ფედერალური უწყებებს და ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, უზრუნველეყოთ თარგმანი იმ პირებისთვის, რომლებმაც ინგლისური არ იციან.

ახალი განკარგულებით, სააგენტოებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ისინი აუცილებლად მიიჩნევენ მათი უწყებების ეფექტიანად მუშაობისთვის.

დონალდ ტრამპს ინგლისური ენის ოფიციალურ ენად გამოცხადების ინიციატივა წარსულშიც გამოუთქვამს, როდესაც ჯო ბაიდენის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics