|
2025-03-01 16:54:46, 748 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია - მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, დარწმუნებული ვარ, მიღწეული იქნება შეთანხმება
მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. დარწმუნებული ვარ, მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის სუვერენულ ინტერესებს და ფართო რეგიონულ კონტექსტსაც, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. როგორც გეგელიამ აღნიშნა, მსოფლიოს მართებს სწორად სიარული ისე, რომ ისეთი სახელმწიფოების სუვერენული უფლებები, როგორებიც უკრაინა და საქართველოა, მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული. „ვუყურებთ ისტორიულ პროცესს. ეს არის ხანგრძლივი, გრძელვადიანი პროცესი. აშშ-ის სტრატეგიული ინტერესები, ბუნებრივია, ყველასთვის ცხადია. ყველას კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ აშშ იდგა, დგას და იდგება საქართველოს ეროვნული ინტერესების გვერდით, ისევე როგორც სხვა რეგიონული სახელმწიფოების ეროვნული ინტერესების გვერდით. რაც შეეხება დანარჩენს, ეს არის წარმავალი, ტაქტიკური დისკუსია იმაზე, თუ როგორ და რა პირობებით უნდა იქნეს მიღწეული მშვიდობა. რასაკვირველია, უკრაინას თავისი პრიორიტეტები აქვს, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასაც თავისი ხედვები გააჩნია. ვერაფერ ტრაგიკულს ვერ ვხედავ იმაში, რომ არსებობს აზრთა სხვაობა რიგ საკითხებზე. ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც, რა თქმა უნდა, მშვიდობა მიიღწევა. მყარად მწამს, რომ მიიღწევა მშვიდობა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის სუვერენულ ინტერესებს და რომელიც მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის სასიკეთო იქნება. ჩვენ მივესალმებით კონფლიქტის და არაპროვოცირებული რუსული შეჭრის დასრულებას. ადამიანები არ უნდა იხოცებოდნენ, მშვიდობას არ გააჩნია ალტერნატივა და მშვიდობა პოლიტიკის უმთავრესი მიზანი და ამოცანაა. ამავე დროს, ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ეს უნდა იყოს მშვიდობა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის სუვერენულ ინტერესებს. ეს უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა, მშვიდობა ღირსებით და ეს უნდა იყოს ისეთი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ფართო რეგიონულ კონტექსტსაც, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ოკუპაციას, რომელსაც ბევრი მსხვერპლი ჰყავდა და რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გაამწარა. მსოფლიოს ახლა მართებს ძალიან სწორად სიარული, ისე რომ, ისეთი სახელმწიფოების, როგორებიც უკრაინა და საქართველოა, სუვერენული უფლებები იქნეს მაქსიმალურად გათვალისწინებული. მშვიდობას არ გააჩნია ალტერნატივა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორი სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული, მაგრამ ამას დრო დაჭირდება“, – განაცხადა გეგელიამ.
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)