21:17 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-01 14:50:40, 817 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა, როგორც „ნაცმოძრაობის“ ნაწილი

სალომე ზურაბიშვილმა პოზიცია შეცვალა, ფირფიტა გადაატრიალა. თამაშობს და თავად არ იცის, ამბობს, როცა ინსტრუქცია აქვს, მაგრამ არ აქვს ამ ინსტრუქციის შესრულების რესურსი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ღალატი ჩაიდინა არა „ქართული ოცნების“, არამედ ქვეყნის წინაშე.

„რასაკვირველია, ოპოზიციის გაერთიანებაზე იყო ლაპარაკი, როცა ქარტია შესთავაზა, მათ შორის, იმ ადამიანებს, ვინც მას ბილწი სიტყვებით მოიხსენიებდა და უწმაწურობას ეუბნებოდა. ამის მიუხედავად, მას მათან გაერთიანება უბრძანეს. ახლა ხედავენ, რომ ის ადამიანები არ არიან გამოსაყენებელი, ვინც მუდმივად ომზე ლაპარაკობენ, ადამიანის უფლებები გადათელეს და უამრავი ქართული ოჯახი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს. არ შეიძლება, ახალგაზრდებს ის ადამიანი მართავდეს, ვისაც პირდაპირ დანაშაული აქვს ჩადენილი ადამიანების წინაშე. გააანალიზეს რა ეს ყველაფერი, სალომე ზურაბიშვილს ახალი როლი მისცეს, მაგრამ ამ როლს ვერ ერგება, რადგან არ შეუძლია და არ იცის. ის ამ პერიოდში ჩამოყალიბდა, როგორც „ნაცმოძრაობის“ ნაწილი. ლიდერობა უნდა, მაგრამ ამ როლს ვერ ასრულებს. სამწუხაროა, მაგრამ მან ღალატი ჩაიდინა არა „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ ქვეყნის წინაშე, რასაც ბოლო პერიოდში აკეთებს. არც არავინ იქნებოდა, რომ არა, კონკრეტული ადამიანების მხრიდან მისი აღზევება“, – განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics