22:54 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-01 14:11:50, 774 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - გუშინდელ შეხვედრაზე არაფერი გადაწყვეტილა, უნდა გვახსოვდეს ჩვენი ეროვნული ამოცანები

„კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ახლა შეფასებების ძალიან დიდი ნაწილი ოცნების პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს და იმის საშუალებას აძლევს, რომ ჩვენი ემოციური შეფასებები გამოიყენოს ჩვენ წინააღმდეგ.

იგი გულისხმობს ტეთრ სახლში გუშინ გამართულ შეხვედრას, როდესაც ზელენკისა და ტრამპს, ასევე ვიცეპრეზედენტ ვენსს შორის საუბარი დაძაბულ კამათში გადაიზარდა.

„უნდა გვახსოვდეს, ადმინისტრაციების ცვლის მიუხედავად, ამერიკა იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და უსაფრთხოების მთავარი გარანტი. იყო და ასეთად რჩება კიდეც – ქართველი ხალხის მეგობრად.
ფაქტია, ოცნებამ მინიმალური კომუნიკაციაც კი ვერ დაამყარა ახალ ადმინისტრაციასთან, მოგვწონს თუ არა კომუნიკაციის ფორმები, რასაც ვხედავთ, მოგვწონს თუ არა რომ ის რაც შესაძლოა ხდებოდეს და მომხდარა დახურულ კარს მიღმა, ხდება ღია ეთერში – შინაარსი და ამოცანები უცვლელია.

კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, არც სრული ფსონის დადება და ინაუგურაციაზე დიდი მოლოდინებით წასვლა და შესაბამისი მოლოდინების ხალხში შექმნაა გამოსავალი და მითუმეტეს არც ის, 18 იანვარს იანაუგურაციაზე მყოფი, დღეს რომ აკრიტიკებ.

ვართ მარათონულ ბრძოლაში, ვიცით მიზანი და თანმიმდევრულად მივიწევთ ამ მიზნისკენ. საქართველოს ბედი საქართველოში გადაწყდება, გვჭირდება პარტნიორები და მხარდაჭერა.

ასეთივე თანმიმდევრულობით იქნება მუშაობა ქვეყნის გარეთ, პარტნიორებთან, რომ მათთან სწორად მივიდეს ქართველი ხალხის ხმა, მათი ნება და იმ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც დამყარდება უახლოეს თვეებში, საქართველოს ჰქონდეს თავისი დამსახურებული ადგილი.

გუშინდელ შეხვედრაზე, არაფერი გადაწყვეტილა წიაღისეულის შეთანხმებასთან დაკავშირებითაც კი – ვნახეთ პროცესი, რომელიც იყო იმაზე ღია, ფართო საზოგადოებისათვის, ვიდრე ოდესმე ყოფილა…
მოთმინებით დაველოდოთ გაგრძელებას, მეორეს მხრივ კი გვახსოვდეს, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამოცანები, რომელიც მისაღწევია და რომლისკენაც თანმიმდევრულად და დაუღალავად უნდა ვიაროთ, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ”. – წერს ნიკა მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics