|
2025-03-01 00:07:38, 611 ნახვა
მსოფლიო
სენატორი ჯინ შაჰინი - ტრამპმა და ვენსმა მხარი დაუჭირეს მკვლელ ტირან, პუტინს
"ტრამპმა და ვენსმა მხარი დაუჭირეს მკვლელ ტირან, პუტინს" - ამის შესახებ, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სენატორ ჯინ შაჰინი აცხადებს. "დღევანდელი საშინელი წარმოდგენა დინალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის მხრიდან სამარცხვინო და სრულიად არაამერიკული იყო. კიდევ ერთხელ, მათ მხარი დაუჭირეს მკვლელ ტირანს, პუტინს, ჩვენი დემოკრატიული მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ. მე ვუდგავარ გვერდში ზელემსკის და უკრაინის კეთილშობილურ ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის." - წერს ჯინ შაჰინი. ზელენსკისა და ტრამპს შორის თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე შელაპარაკება მოხდა - ზელენსკი ტრამპს მოუწოდებდა რუსეთის მიმართ სიფრთხილე გამოეჩინა, ხოლო ტრამპი ზელენსკის უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ორი ლიდერის შეხვედრა თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში გაიმართა, სანამ ისინი განიხილავდნენ შეთანხმებას, რომლითაც აშშ-ის წვდომა მიენიჭებოდა უკრაინის მინერალების რესურსებზე. მაგრამ ზელენსკიმ ტრამპს ღიად უსაყვედურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ რბილი მიდგომების გამო. ზელენსკიმ უარყო ტრამპის განცხადებები, რომ უკრაინის ქალაქები მიწასთანაა გასწორებული სამწლიანი ომის შედეგად. ტრამპი აცხადებდა, რომ პუტინს შეთანხმების გაფორმება სურს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)