23:14 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 11:07:00, 373 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანული სადამკვირვებლო მისიის ცნობით, თარხან ბათირაშვილი მძიმედ არის დაჭრილი

ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი ცოცხალია, თუმცა ის მძიმედ არის დაჭრილი. ამის შესახებ, ინფორმაციას სირიაში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ბრიტანული სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს შეერთებულმა შტატებმა სირიის ტერიტორიაზე პანკისელი ომარ ალ შიშანის განადგურების მიზნით იერიშები განახორციელა. დასავლური მედია ამერიკული სამხედრო ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ალ-შიშანი ერთ-ერთი საჰაერო ოპერაციის შედეგად მოკლეს.

პანკისის ხეობაში თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ადგილობრივების განმარტებით, თარხან ბათირაშვილის სიკვდილის შემთხვევაში 5 დღის განმავლობაში პანკისი ამ ცნობას მიიღებდა. ინფორმაცია ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ არ აქვს თარხან ბათირაშვილის მამასაც.

ცნობისთვის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ფულადი ჯილდო ჰქონდა დაწესებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics