23:41 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 15:53:02, 611 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი მზად არის სხვებს მოუსმინოს

აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი მზად არის სხვებს მოუსმინოს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი თავად საუბრობს და ასევე, მზად არის სხვებს მოუსმინოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვაშინგტონის ამჟამინდელ ადმინისტრაციას წინა ადმინისტრაციისგან არსებითად განასხვავებს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსული და ამერიკული კომპანიები თანამშრომლობით არიან დაინტერესებულები.

„ერ-რიადში, რუსული და ამერიკული კომპანიებისთვის პოტენციური თანამშრომლობის ფართო სპექტრი იქნა აღნიშნული. კომპანიების მხრიდან ინტერესი არსებობს, მაგრამ ამ საკითხზე კონკრეტული საუბარი ჯერ არ ყოფილა“, - აღნიშნა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics