|
2025-02-27 13:36:00, 535 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის საგარეო დახმარების გრანტების 90%-ზე მეტს აუქმებს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის საგარეო დახმარების გრანტების 90%-ზე მეტს აუქმებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თავისი გეგმები შიდა მემორანდუმსა და ფედერალურ სასამართლოში შეტანილ განაცხადში დააფიქსირა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განაცხადის თანახმად, ადმინისტრაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგარეო დახმარების კონტრაქტების 90%-ზე მეტს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 60 მილიარდი დოლარის ოდენობის აშშ-ის საგარეო დახმარებას აუქმებს. „საერთო ჯამში, USAID-ის 5,800-მდე გრანტი გაუქმდა და 500-ზე მეტი შენარჩუნდა. შენარჩუნებული გრანტების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 57 მილიარდი დოლარია“, - ნათქვამია ადმინისტრაციის განაცხადში. ამასთან, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ფედერალური მოსამართლის, ამირ ალის ბრძანება დაბლოკა, რომელიც მიხედვითაც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 26 თებერვლის 23:59 საათამდე საგარეო დახმარების დაფინანსება უნდა აღედგინა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)