|
2025-02-27 10:51:44, 443 ნახვა
მსოფლიო
მარგუს ცაჰკნას ცნობით ტრამპი უკრაინაში რუსეთის შეჭრას სერიოზულად არ ეკიდება
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთის მიმართ მთელი თავიანთი გავლენა გამოიყენონ, მისი თქმით, ევროპა ამჟამად ძალიან ძლიერ მდგომარეობაშია, მაგრამ ეს პოზიცია უნდა დაიცვას. „პუტინი ომის მთავარ მოტივს ინარჩუნებს. რუსეთის მიზანი ამ ომში არა მხოლოდ უკრაინაში ტერიტორიის ხელში ჩაგდებაა, არამედ ევროპული უსაფრთხოების მთელი არქიტექტურის შეცვლაც. ჩვენ, ევროპელებს ბევრი რამ გვაქვს ხელში, რათა მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, პუტინს სურს, 220 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული აქტივები დაიბრუნოს და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას მიაღწიოს. „ორივე ჩვენს ხელშია და არა ამერიკელების ხელში”, - დასძინა მარგუს ცაჰკნამ. მისი თქმით, ტრამპი სერიოზულად არ ეკიდება პუტინის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს. „ჩვენ არ უნდა მივცეთ ტრამპს უფლება, გადაწეროს ისტორია სწრაფი შეთანხმების მისაღწევად. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და მალე ორ პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე ეკონომიკურად და სანქციების დახმარებით, რათა მოსკოვს არ ჰქონდეს უკეთესი პოზიცია მოლაპარაკებებში. თუ რუსეთს და აშშ-ს სურთ ისაუბრონ ევროპასა და უკრაინაზე, შეუძლებელია გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი თანხმობის გარეშე", - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)