|
2025-02-27 09:24:03, 519 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონსა და ფრიდრიხ მერცს შორის პარიზში შეხვედრა გაიმართა
გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) - კანცლერობის კანდიდატის, ფრიდრიხ მერცის ინფორმაციით, პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. "ძვირფასო ემანუელ მაკრონო, დიდი მადლობა მეგობრობისთვის და გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობებში ნდობისთვის. ერთად ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ევროპისთვის დიდ წარმატებას მიაღწიონ", - წერს კონსერვატორი პოლიტიკოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელისეს სასახლეში გამართული სამსაათიანი საუბრის შემდეგ, ორივე პოლიტიკოსმა გამოავლინა სურვილი გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობებში ახალი თავი დაიწყონ. „მოლაპარაკებები წარიმართა განსაკუთრებულად მეგობრულ ატმოსფეროში, მიღწეულია დიდი შეთანხმება რიგ საკითხებზე და ნაპოვნია მრავალი საწყისი წერტილი ერთობლივი ინიციატივებისთვის“, - აღნიშნულია ბლოკის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)