|
2025-02-27 09:21:17, 496 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასმა” ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა
„ჰამასმა” ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. „ოთხი ცხედარი ცოტა ხნის წინ გადავეცით და ველოდებით პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას“, - განაცხადა „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა სააგენტო „ფრანს-პრესსთან“ საუბარში. ცხედრების გადაცემის ფაქტი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმაც დაადასტურა. ამასთან, სანაცვლოდ, ისრაელმა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, 625 პატიმარს და დაკავებულს გაათავისუფლებს. ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც 1-ელ მარტს სრულდება, „ჰამასმა“ ისრაელს 25 ცოცხალი მძევალი და რვა მძევლის ცხედარი გადასცა. სანაცვლოდ, "ჰამასმა", საერთო ჯამში, 1 900-მდე პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)