04:43 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 15:23:44, 336 ნახვა

თბილისის მერმა და საკრებულოს წევრებმა ალილოს მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საკრებულოს წევრებმა საშობაო მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეულობა და სხვა საჭირო ნივთები გადასცეს.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ალილოს ის, თბილისის მერის რანგში პირველად ხვდება და ამით მოხარულია.
„მოხარული ვარ, რომ  წელს ალილოს თბილისის მერის რანგში პირველად ვხვდები. მინდა მთელ საქართველოს ქრისტესშობის დღესასწაული მივულოცო და სიკეთე და ჯანმრთელობა ვუსურვო“, – აღნიშნა ნარმანიამ.
შობის დღესასწაული საქართველოს  მოსახლეობას საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმაც მიულოცა.
 „ალილო, ეს უძველესი ტრადიციაა, რომელიც დღემდე მოვიდა და რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. მინდა მთელ საქართველოს მოსახლეობას მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული და ვუსურვო ყოველივე კარგი“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
ამ დროისთვის საშობაო მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი საპატრიარქოსკენ მიემართება,  ნაწილი კი, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics