|
2025-02-26 17:42:14, 473 ნახვა
მსოფლიო
27 თებერვალს სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრა გაიმართება
27 თებერვალს, სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცნობით, მაღალი დონის დიპლომატები რუსეთსა და აშშ-ში საელჩოების ნორმალური ფუნქციონირების საკითხებს განიხილავენ. „ასეთი შეხვედრა ხვალ, სტამბოლში გაიმართება და ვფიქრობ, მისი შედეგებით ცნობილი გახდება, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად შევძლებთ მოქმედებას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია რუსეთის საელჩოს ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიდა. „ჩვენი მაღალი დონის დიპლომატები და ექსპერტები სისტემურ პრობლემებს შეისწავლიან, რომლებიც წინა ადმინისტრაციის უკანონო მოქმედებების შედეგად, რუსეთის საელჩოსთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნით დაგროვდა. რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუპასუხეთ და მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მუშაობისთვის არასასიამოვნო პირობები შევქმენით“, - აღნიშნა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)