|
2025-02-26 14:11:48, 414 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის საბჭომ რუსეთსა და ბელარუსს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა
რუსეთის ფედერაციის საბჭომ რუსეთსა და ბელარუსს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ხელშეკრულების თანახმად, მხარეებმა მესამე ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ტერორისტული და ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან საფრთხის შემთხვევაში სამოკავშირეო სახელმწიფოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური წესრიგისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ერთმანეთს ურთიერთდახმარება უნდა აღმოუჩინონ. ასევე, ხელშეკრულება ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებასაც ითვალისწინებს. „მხარეები რუსეთის ფედერაციის ბირთვულ იარაღს განიხილავენ, როგორც მნიშვნელოვან ფაქტორს ბირთვული სამხედრო კონფლიქტებისა და სამხედრო კონფლიქტების წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, ასევე, შეკავების საშუალებად, რომლის გამოყენებაც უკიდურეს და იძულებით ღონისძიებას წარმოადგენს“, - ნათქვამია ხელშეკრულებაში. ცნობისთვის, მხარეებმა შეთანხმებას ხელი 2024 წლის 6 დეკემბერს მოაწერეს. რუსეთსა და ბელარუსს შორის დადებული ხელშეკრულება ძალაში, სულ მცირე, 10 წლის განმავლობაში იქნება და მომდევნო 10 წლის ვადით ავტომატურად გახანგრძლივდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)