|
2025-02-26 10:20:05, 408 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა სერიოზულ წინადადებას არ წარმოადგენს
ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა სერიოზულ წინადადებას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება, მაშინ ქვეყანამ რუსეთისგან თავის დასაცავად ბირთვული იარაღი უნდა მიიღოს. „არ მგონია, რომ ვინმე ამას მათი მხრიდან სერიოზულ წინადადებად ჩათვლის. არ ვფიქრობ, რომ მათთვის ბირთვული იარაღის გადაცემა გამოსავალს წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ ეს რეალური მოთხოვნა არ არის“, - განაცხადა მარკო რუბიომ. მისივე თქმით, მსოფლიოში ნაკლები ბირთვული სახელმწიფო უნდა იყოს და არა უფრო მეტი. „ვფიქრობ, რომ ამით მათი პრობლემის მოგვარება არ ხდება. ვფიქრობ, ის [ზელენსკი] ფუნდამენტური გამოწვევის წინაშეა. როგორ უნდა დაასრულო კონფლიქტი, რომელიც დიდი ხანია გრძელდება და თან ისე, რომ ორ-სამ წელიწადში ახალი ომი არ დაიწყოს? ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვა მოლაპარაკებების დროს უნდა მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბირთვული იარაღი ამაზე პასუხს არ წარმოადგენს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)