|
2025-02-26 09:42:14, 371 ნახვა
მსოფლიო
ტუაფსე, ანაპა - რუსეთის კრასნოდარის მხარეზე დრონებით მასირებული შეტევა იყო
26 თებერვალს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის რამდენიმე რაიონში, მათ შორის ტუაფსეში. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინული დრონებით მასირებული შეტევა იყო ტუაფსეს პორტზე. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. ტუაფსეში მდებარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით შეუტიეს 2024 წლის ივლისში. 26 თებერვალს, ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის ტუაფსეს მუნიციპალური ოლქის ხელმძღვანელ სერგეი ბოიკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „მტრის დრონებით“ შეტევის შედეგად კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, ქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ და ადგილობრივ მცხოვრებთ ეკრძალებათ სოციალურ ქსელებში „მოვლენების“ ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნება. დაახლოებით იმავე დროს, კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ტუაფსეს გარდა ორი სახლი დაზიანდა ტემრიუკის რაიონში და არასაცხოვრებელი შენობა ქალაქ ანაპის მახლობლად.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)