03:20 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 13:48:40, 573 ნახვა

მსოფლიო
ჰაკან ფიდანი - თურქეთი არ არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი

თურქეთი არ არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა თურქეთი, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ნატო-ს წევრობა, ფიდანმა უპასუხა, რომ ისინი წინააღმდეგი არ არიან, თუ უკრაინას სურს ნატო-ს წევრობა.

„თუმცა, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, რადგან ჩვენ ღიად განვაცხადეთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ეს იყო ჩვენი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება. ამიტომ ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა“, – თქვა მინისტრმა.

ჟურნალისტმა ფიდანს ასევე კითხვა დაუსვა, რომლის თანახმად, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ შეიცვალა პოზიცია უკრაინის ნატო-ში წევრობაზე. აღნიშნულის პასუხად ფიდანმა თქვა, რომ ამაში დარწმუნებული არ არის.

„მე არ ვართ დარწმუნებული, რომ წინა ადმინისტრაციაც იყო თანახმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი პოლიტიკა არ არის“, – უპასუხა ფიდანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს, ევროპელ პარტნიორებსა და უკრაინელ მაღალჩინოსნებს შორის გრძელდება დისკუსიები უკრაინის სურვილთან დაკავშირებით, გახდეს ნატო-ს წევრი სახელმწიფო. ფიდანის თქმით, უკრაინას ნატო-ს წევრობა სურს მისი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების გამო.

„ვფიქრობ, ახლა უსაფრთხოების გარანტია ომის განახლების თავიდან ასაცილებლად არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ მოლაპარაკებებში“, – თქვა ფიდანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics