|
2025-02-25 11:57:30, 1073 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკომისარი - ევროკავშირმა უკრაინას კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება შესთავაზა
ევროკავშირმა უკრაინას კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება შესთავაზა, - ამის შესახებ ევროკომისარმა სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში, სტეფან სეჟურნემ განაცხადა. მისივე განცხადებით, კრიტიკული მინერალების შესახებ ორივე მხარისთვის მომგებიანი შეთანხმება მან უკრაინელ ოფიციალურ პირებს კიევში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ვიზიტისას შესთავაზა. „ევროპისთვის საჭირო 30 კრიტიკული ნედლეულიდან 21-ის მიწოდება უკრაინას ორივე მხარისთვის მომგებიანი შეთანხმების ფარგლებში შეუძლია. ევროპის შეთავაზების დამატებითი ღირებულება ის არის, რომ ჩვენ არასდროს მოვითხოვთ შეთანხმებას, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანი არ იქნება“, - განაცხადა სეჟურნემ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ და უკრაინა იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს არიან. „პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები. შეიძლება მიმდინარე კვირაში ან მომავალ კვირაში ჩამოვიდეს, რათა შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)