|
2025-02-24 17:55:05, 725 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხით. ამ მიზნით გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. 2022 წელს გაფორმებული მემორანდუმი მიმდინარე წელს განახლდა, რაც მათ წარმატებულ თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. მემორანდუმი სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვას გულისხმობს.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტას წარმატების ხერხემალი ჩვენი თანამშრომლებია. მათი უსაფრთხოება და თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრება კი - ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ თანამშრომლობა UNFPA-სთან და ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გენდერული თანასწორობისა თუ ინკლუზიური სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. „თეგეტა“ პირველი კომპანიაა ქართულ ბიზნესსექტორში, რომელმაც, გენდერულ თანასწორობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, საერთაშორისო პროექტი „მამაკაცური საუბრები“ UNFPA-სთან თანამშრომლობით განახორციელა. დღევანდელი დღე არის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების ახალი ეტაპი და ის საშუალებას მოგვცემს, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა კომპანიაში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიყვანოთ. UNFPA-სთან პარტნიორობა კი გვაძლევს საშუალებას, ეს პროცესი თანმიმდევრულად და ეფექტიანად გავაგრძელოთ“. მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, განაახლონ აქტიური თანამშრომლობა სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის მექანიზმების შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ემსახურება ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, შრომით ბაზარზე მათი პოტენციალის რეალიზებისა და, ზოგადად, პასუხისმგებლობიანი ორგანიზაციული კულტურის ხელშეწყობას. მარიამ ხანი, UNFPA წარმომადგენელი თურქეთში და ორგანიზაციის დირექტორი აზერბაიჯანსა და საქართველოში: „ჩვენ, გაეროს მოსახლეობის ფონდში (UNFPA), მოხარულნი ვართ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა „თეგეტა ჰოლდინგთან“, კომპანიასთან, რომელიც მზად არის, გაატაროს პოზიტიური ცვლილებები ოჯახთან თავსებადი გარემოს პოლიტიკის დანერგვით სამუშაო ადგილას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობით. ჩვენი საერთო მიზნების მიღწევა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას ემსახურება, ერთიან მოქმედებას მოითხოვს. ბიზნესთან პარტნიორობა, რომელიც თანამშრომლებისა და საზოგადოების კეთილდღეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აუცილებელია არსებითი ცვლილებებისთვის“. UNFPA-სთან თანამშრომლობით, „თეგეტაში“ დაიგეგმება და განხორციელდება ერთობლივი ინიციატივები გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით. განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგი“ გააგრძელებს კამპანიას „კაცები ზრუნავენ“ და ტრენინგები მოიცავს რეგიონებსაც, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ არეალებში, სადაც თეგეტას ფილიალებია განთავსებული. UNFPA -სთან ერთად, გაგრძელდება ოჯახთან თავსებადი გარემოს პოლიტიკაზე მუშაობაც და მოერგება ბიზნესის ახალ სტრატეგიულ ხედვასა და მიდგომებს, რომლებიც მხარს დაუჭერს ქალთა ჩართულობას შრომის ბაზარზე და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას. „თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მრავალფეროვანი, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნაზე, როგორც რეკრუტინგის პროცესისა და ახალი სამუშაო ძალის მოზიდვის, ისე არსებული სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლების კეთილდღეობასა და კომპანიის ორგანიზაციული კულტურის განვითარებას. თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)