01:19 - 22 Apr, 2026
|
2025-02-24 16:57:49, 403 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, უკრაინა ევროკავშირში 2030 წლის პირველი იანვრიდან გაწევრიანდეს
ლიეტუვის პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, უკრაინა ევროკავშირში 2030 წლის პირველი იანვრიდან გაწევრიანდეს. ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ კიევში, „უკრაინის მხარდაჭერის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნაუსედას თქმით, ახლა დადგა ლიდერობის დრო და ევროპელებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, ჩავარდნების გარეშე. „ევროპის უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ დავაჩქაროთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. თარიღად გთავაზობთ 2030 წლის პირველ იანვარს“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. მისი თქმით, მოლაპარაკებების დაწყება უახლოესი კვირებიდანვეა შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)