|
2025-02-24 14:08:20, 490 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - რუსეთი შეწყვეტს სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში, როცა მოლაპარაკების შედეგი მისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება
რუსეთის ფედერაცია მზად არის უკრაინაზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ შეაჩერებს სამხედრო მოქმედებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედეგი რუსულ მხარეს დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა. „მზად ვართ ვისაუბროთ როგორც უკრაინასთან, ასევე ევროპასთან, ნებისმიერ წარმომადგენელთან, რომელსაც კეთილი ნებით სურს ხელი შეუწყოს მშვიდობის მიღწევას, მაგრამ ჩვენ შევწყვეტთ სამხედრო მოქმედებებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მოლაპარაკებები გამოიღებს მტკიცე და მდგრად შედეგს, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება“, - აღნიშნა ლავროვმა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს მკაფიოდ განაცხადა. „რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ადგილზე არსებული რეალობა“, - აღნიშნა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)