02:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 11:58:29, 377 ნახვა

მსოფლიო
ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა

ავსტრალიამ, უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად, რუსეთთან დაკავშირებულ 70 ფიზიკური პირსა და 79 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას ავსტრალიის მთავრობა ავრცელებს.

„სამი წლის განმავლობაში უკრაინა გაბედულად ეწინააღმდეგება რუსეთის უკანონო და ამორალურ აგრესიულ ომს. ავსტრალია აგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას. ავსტრალიამ პირველივე დღიდან ცხადყო, რომ რუსეთს და მათ, ვინც ხელს უწყობს მის უკანონო შეჭრას, შედეგები ემუქრება. დღეს ავსტრალიის მთავრობამ დაუწესა დამატებითი მიზანმიმართული ფინანსური სანქციები და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა 70 ფიზიკურ პირს, 79 ორგანიზაციას კი - მიზნობრივი ფინანსური სანქციები. ეს არის ავსტრალიის ყველაზე დიდი სანქციების პაკეტი 2022 წლის თებერვლის შემდეგ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავსტრალიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ახალი სანქციების სამიზნეს წარმოადგენენ პირები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის არალეგიტიმურ ადმინისტრაციას აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში, „მათ შორის ე.წ. „მინისტრები“, მოსამართლეები და პროკურორები, აგრეთვე პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონფლიქტთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობასა და უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაზე“.

„სანქციები ასევე ეხება იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაში. სანქცირებულებს შორის არიან რუსეთის თავდაცვის, ტრანსპორტისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები და ის პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინისა და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების ძირის გამოთხრის მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics