15:24 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 16:58:09, 688 ნახვა

საზოგადოება
გოგირდის აბანოები შესაძლოა დაიხუროს

რამდენიმე კომპანიის მფლობელი წყლის დაგროვილი გადასახადის ჩამოწერას და დაღვრილი წყლის ტარიფის გადახედვას ითხოვს.

აბანოების მეპატრონეებმა დღეს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდეს სემეკთან იშუამდგომლონ და პრობლემის მოგვარებაში დაეხმარონ.

მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ ეს აბანოებისა და GWP-ის დავაა. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" კი აცხადებენ, რომ აბანოები პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ და დაწესებული ტარიფის შესაბამისად უნდა გადაიხადონ.

"GWP-მ ტარიფები წარგვიდგინა, რომელ ტარიფსაც ვერ ერთი აბანო ვერ გაწვდება. აქ მხოლოდ და მხოლოდ ცხელი გოგირდის წყლის დაღვრის თანხაზეა საუბარი. ის ფიქსირებული გადასახადი 10-12 ჯერ გაიზარდა. ეს იმაზე ბევრად მეტია, 2015 წელს გვქონდა. გადასახდელი თანხა 5-6 ათას ლარამდე აღწევს, ამიტომ ბევრ აბანოს ამ თანხის გადახდა გაუჭირდება", - განაცხადა შპს ჭრელი აბანოების დირექტორმა გურამ დეთიაშვილმა.

აბანოების წარმომადგენლების თქმით ისინი დღეს ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმირთვას გაუგზავნიან. მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს და 1 კვირის განმავლობაში რეაგირებას დაელოდებიან.

მათივე თქმით, თუ რეაგირება არ მოხდება, 17 მარტს აბანო 1 დღით დაიხურება.

"კონკრეტული საწარმოების მიმართ ტარიფები არ დგინდება. ტარიფი დგინდება ზოგადად სამომხმარებლო ჯგუფიბის მიმართ. ამ შემთხვევაში ტარიფები კომისიის მიერ დადგენილია საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის და შესაბამისად შეუძლებელი იქნება ამ არასაყოფაცხოვრებო ფარგლებში, რომელიღაც კატეგორიის მომხმარებლები კიდევ ცალკე კომისიამ გააკეთოს მისი დეფინიცია. გამოსავალი კომპანიასთან მოლაპარაკებაა", - განაცხადა სემეკის წარმომადგენელმა გოჩა შონიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics