02:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-23 22:54:00, 452 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა არჩევნებში დამარცხება აღიარა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა არჩევნებში დამარცხება აღიარა.

„ეს არის მწარე არჩევნების შედეგი სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის, ეს არის დამარცხება“, - თქვა მან და მხარდამჭერებს მიმართა.

ამასთან, ოლაფ შოლცმა CDU/CSU ბლოკის ლიდერს ფრიდრიხ მერცს გამარჯვება მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ ულტრამემარჯვენეებს ხელისუფლებაში მოსვლის უფლება არ უნდა მივცეთ.

კვირას გერმანიაში ჩატარდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის უდიდესი სახელმწიფოს კურსს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

ეგზიტპოლების მიხედვით, CDU/CSU ბლოკი ლიდერობს ხმების დაახლოებით 29%-ით, ხოლო ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) მეორე ადგილს იკავებს ისტორიულად მაღალი შედეგით (ხმების დაახლოებით 20%). მესამე ადგილზე მყოფი გერმანიის მემარცხენე-ცენტრისტულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ხმების 16% აქვს.

ფოტო: ოლაფ შოლცი ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, 2025 წლის 23 თებერვალს. AP Photo/Ebrahim Noroozi





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics