|
2025-02-23 11:09:33, 333 ნახვა
მსოფლიო
კოსტა-რიკამ აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების პირველი ჯგუფი მიიღო
ვაშინგტონთან შეთანხმების საფუძველზე, კოსტა-რიკამ მიიღო შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული მიგრანტების პირველი ჯგუფი, რომელთა შორის ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის მოქალაქეები არიან. ამერიკული მედიის ცნობით, დაახლოებით 200 მიგრანტი დროებით სან-ხოსეში განთავსდება, სანამ მათ სამშობლოში დააბრუნებენ. დეპორტირებულთა შორის არიან ოჯახები საქართველოდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ავღანეთიდან. მათ შორის 50 ბავშვი, ორსული ქალები და ერთი მოხუცი ქალიც იმყოფება. აშშ-სა და კოსტა-რიკას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, ცენტრალური ამერიკის ქვეყანა დროებით მიიღებს აშშ-დან გაძევებულ იმ მიგრანტებს, რომელთა დაუყოვნებლივი დაბრუნება სამშობლოში სხვადასხვა მიზეზით ვერ ხერხდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)