|
2025-02-23 10:46:54, 308 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
გერმანიაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე (თბილისის დროით, 11:00 საათზე) გაიხსნება და 18:00 საათზე (თბილისის დროით, 21:00 საათზე) დაიხურება, ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) 30%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს. თუ პარტია არჩევნებში გაიმარჯვებს, მისი ლიდერი, ფრიდრიხ მერცი, კანცლერი გახდება. მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD), რომელსაც 20%-იანი მხარდაჭერა აქვს. მესამეზე კი, ამჟამინდელი კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტია, „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ იმყოფება. თუ „ქრისტიან-დემოკრატები“ არჩევნებში გაიმარჯვებენ, მათ მთავრობის ფორმირებისთვის ალიანსის შექმნა სხვა პარტიასთან მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილეობას დაახლოებით 59,2 მილიონი გერმანელი მიიღებს. ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი, ხოლო წინასწარი შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება. საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის ნოემბერში ოლაფ შოლცის 3-პარტიანი მმართველი კოალიცია დაიშალა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)