|
2025-02-22 11:39:12, 362 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელი, შესაძლოა, დღეს, 22 თებერვალს მოაწერონ
The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, ხელი დღეს მოაწერონ.
გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელი, შესაძლოა, დღეს, 22 თებერვალს მოაწერონ, თუმცა შეთანხმება ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული. შეთანხმების პირობების შესახებ მოლაპარაკებებისას დიდი როლი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ითამაშა, რომელიც კიევში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ცნობისთვის, მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, შესაძლოა, ამერიკულმა მხარემ უკრაინას ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტ სისტემა Starlink-ი გაუთიშოს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)