|
2025-02-21 17:47:40, 484 ნახვა
მსოფლიო
ანჯეი დუდა - ზელენსკიმ დამირეკა, შევთავაზე, რომ ტრამპთან თანამშრომლობის კურსი გააგრძელოს
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდამ დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა და შესთავაზა, რომ დონალდ ტრმაპთან "მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის" კურსი გააგრძელოს. მისივე თქმით, უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა აშშ-ს ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. ამის შესახებ დუდამ X-ზე დაწერა. "რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა. გენერალ კელოგთან ბოლოდროინდელი შეხვედრისა და სხვა განვითარებების ფონზე გულწრფელი საუბარი გვქონდა. მას გადავეცი, რომ თანმიმდევრულად გვწამს, რომ აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გზა არ არსებობს. ამ მიზეზით, პრეზიდენტ ზელენსკის შევთავაზე, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსის ერთგული დარჩეს. მჯერა, რომ კეთილი ნება და პატიოსნება აშშ-ს მოლაპარაკების სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენს. ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტ ტრამპს გლობალური სტაბილურობისადმი და მშვიდობისადმი პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობა ამოძრავებს". - წერს დუდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)