08:40 - 06 Jun, 2026
|
2025-02-21 15:49:58, 1529 ნახვა
რეგიონი
ე.წ. არჩევნების მეორე ტურამდე, რუსეთმა აფხაზეთში 814 300 დოლარი გადარიცხა
რუსეთმა მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს დე ფაქტო არჩევნების მეორე ტურამდე, ტრანშის სახით 72 მლნ რუბლი (814 300 დოლარი) გადაურიცხა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმერ დელბამ განაცხადა. რუსეთში, ანტონ სილუანოვისა და ბადრა გუნბას შორის 6 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ, მოსკოვმა გადაწყვიტა, აფხაზეთისთვის 344 მილიონი რუბლი (4 მილიონი დოლარი) გადაერიცხა. პირველი ტრანში 7 თებერვალს შესრულდა. დელბას თქმით, პირველი ტრანშის ფარგლებში 344 მლნ რუბლი (3,9 მლნ დოლარი) განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის მუშაკების ხელფასებისთვის გამოიყო. "იანვრის სახელფასო ფონდი სრულად დაფინანსდა. აფხაზეთი თანადაფინანსების რეჟიმის უზრუნველყოფას განაგრძობს", - განაცხადა დელბამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)