04:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 15:23:07, 379 ნახვა

მსოფლიო
NYT- მარკო რუბიომ EU-ს დიპლომატებთან რუსეთთან შეხვედრის შესახებ საუბრისას მათი დამშვიდება სცადა

უკრაინაში ომის შესახებ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ვაშინგტონის მიერ კრემლთან ურთიერთობების გადატვირთვაზე მიანიშნა. 

თუმცა, New York Times-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუბიო ასევე ეცადა ევროპელი მოკავშირეების დამშვიდებას და მათ კერძო საუბრებში უთხრა, რომ არსებული შიშების მიუხედავად, რუსეთთან ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებები არ ასახავს ამერიკული ტრადიციული საგარეო პოლიტიკის მოულოდნელ და დრამატულ ცვლილებას. 

ამის ნაცვლად, როგორც რუბიომ, გავრცელებული ცნობებით, ევროპელ დიპლომატებთან სატელეფონო საუბრისას თქვა, საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებები ერთგვარი ტესტი იყო იმის გასარკვევად, სერიოზულად უდგებოდა თუ არა რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საკითხს. 

NYT-ის ცნობით, რუბიომ ევროპელ მაღალჩინოსნებს ასევე უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს რაიმე გეგმა ან განზრახვა, აიძულოს ევროპა და უკრაინა, მიიღონ რუსეთსა და აშშ-ს შორის მიღწეული ორმხრივი შეთანხმების პირობები. 

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია არ მოუხსნის რუსეთს სანქციებს, თუ მოსკოვის ქცევაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება. თუმცა, ამ წინადადებით რუბიომ არ გამორიცხა, რომ თუ რუსეთი იმ ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესებშია, აშშ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილს შეამსუბუქებს. 

NYT-ის ცნობით, რუბიომ ევროპელ დიპლომატებს ასევე უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ხედავს, რომ რუსეთი შესაძლოა, აშშ-სთან საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებს დასავლეთში განხეთქილებების დასათესად ან საერთაშორისო სცენაზე საკუთარი იზოლაციის შესამსუბუქებლად იყენებდეს. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ევროპელ დიპლომატებთან რუბიოს კერძო საუბრების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics