|
2025-02-21 12:44:08, 508 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში პოლონეთსაც ბევრი მიმართულებით ვჯობივართ
ვფიქრობ, ჩვენს მიმართ ეს უსინდისო განცხადებაა ამ ადამიანის [რადოსლავ სიკორსკი] მხრიდან - არავითარი ანტიევროპული არ არსებობს საქართველოში - ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში პოლონეთსაც ბევრი მიმართულებით ვჯობივართ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას. მისი თქმით, ევროკავშირის გარკვეული წრის მონდომებაა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს. ვოლსკის შეფასებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება რადოსლავ სიკორსკის განცხადებაც. „ვფიქრობ, ჩვენს მიმართ ეს უსინდისო განცხადებაა ამ ადამიანის [რადოსლავ სიკორსკი] მხრიდან. ის პირდაპირ დაკავშირებულია გარკვეულ პროცესებთან, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მიმართ რაღაც ანტაგონისტური ალიანსის შექმნას. თვითონ, მისი მეუღლე, რომელიც დიდი ფონდის მართვის საბჭოს წევრია, კონკრეტულად NED-ის და ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ამოცანაზე არიან ორიენტირებული, რომ როგორმე საქართველოში ისეთი პრობლემები შეიქმნას, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის. არავითარი ანტიევროპული არ არსებობს საქართველოში. ყველა მაჩვენებლით წინ ვართ, მათ შორის პოლონეთთან მიმართებაში - გინდა კორუფციასთან ბრძოლის თემა იყოს, გინდაც სასამართლოს სამართლიანობა და გინდა მართვის გამჭვირვალობა. პოლონეთსაც ბევრი მიმართულებით ვჯობივართ ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში. ეს არის მთავარი და არა განწყობები და აღქმები, რომელიც ახალგაზრდებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ამას ემსახურება სიკორსკის განცხადებაც, რადგან ერთი, რომ ფაქტები აბსოლუტურად სხვა არის და მეორე, საზოგადოება ხომ გრძნობს რა გეგმა და ამოცანა აქვს - ხელისუფლების შეცვლა საქართველოში, ეს არის ევროკავშირის გარკვეული წრის მონდომება და ამ შემთხვევაში უკვე საქართველო აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაპირისპირების პოლიგონად გადააქციეს. ეს არის რეალობა და ამას ემსახურება, სამწუხაროდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი”, - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ისინი საქართველოსგან მოელიან ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც ქვეყანაში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა. მან ისაუბრა გაფართოების პროცესში „უარყოფით ტრენდებზეც“ - ამ კონტექსტში საქართველო ახსენა და გამოთქვა მოლოდინი, რომ საქართველოში ანტიევროპული ტრენდი „შემობრუნდება“. ასევე, მხარდაჭერა გამოხატა ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მიმართ. „სამწუხაროდ, გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ასევე უარყოფით ტრენდებს ვადევნებთ თვალს. მოველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა - რომელიც ხელისუფლებაში საეჭვო სტანდარტების საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა. პოლონეთის [ევროკავშირის საბჭოში] პრეზიდენტობა მხარს დაუჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს”, - განაცხადა სიკორსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)