|
2016-03-09 15:30:33, 499 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე EBRD-ისთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას, EBRD-ის აგრობიზნესის მრჩეველთა სამსახურის უფროსს, ვიქტორია ზინჩუკს და EBRD-ის აგრობიზნესის ჯგუფის ხელმძღვანელს თურქეთსა და კავკასიის რეგიონში ნადია პეტკოვას შეხვდნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მათივე ცნობით, ოთარ დანელიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და დარგის განვითარების მიზნით შემუშავებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც სახელმწიფომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა, დარგის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. ოთარ დანელიამ ხაზი გაუსვა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან აგროსექტორით დაინტერესების ზრდას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განისაზღვრება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)