04:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 16:55:17, 337 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი მოლდოვას €1.9 მილიარდის დახმარებას გადასცემს

ევროკავშირი მოლდოვას დაახლოებით 1.9 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსურ დახმარებას გადასცემს, რომლისგანაც 385 მილიონი ევრო გრანტის სახით გაიცემა, ხოლო 1.5 მილიარდი ევრო სესხის სახით. 

როგორც ოფიციალურ რელიზშია აღნიშნული, ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა პარლამენტმა 19 თებერვალს შეთანხმებას მიაღწია მოლდოვის რეფორმისა და ზრდის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე (Reform and Growth Facility for Moldova). 

მოლდოვის განვითარებისთვის განკუთვნილი დახმარების შესახებ ევროპული კომისია წინადადებით გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა.

ევროკომისიის ცნობით, ამ გეგმის ფარგლებში მოლდოვა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ევროკავშირის ყველაზე მსხვილ ფინანსური დახმარების პაკეტს მიიღებს. 

"[დახმარება] გააძლიერებს მოლდოვის ეკონომიკას, უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას და ქვეყანას, რეფორმების დაჩქარების გზით, კიდევ უფრო ახლოს მიიყვანს ევროკავშირის წევრობასთან". - წერია ევროკომისიის პრესრელიზში. 

მოლდოვისთვის გამოყოფილი 1.9 მილიარდი ევრო ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანებისთვის აუცილებელ სოციო-ეკონომიკური და ფუნდამენტური რეფორმების გატარებასა და პრიორიტეტულ საინვესტიციო საჭიროებებს მოხმარდება. 

"ის დაფარავს ყველა იმ კრიტიკულ სექტორს, რომლებიც მოლდოვის ეკონომიკურ ზრდასა და ევროკავშირის საერთო ბაზარში ინტეგრაციას შეუწყობენ ხელს". - აცხადებს ევროკომისია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics