|
2025-02-20 16:35:43, 422 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ავსტრიაში, კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ცენტრისტულ პარტიებს შორის მიმდინარეობს
ავსტრიაში, კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ცენტრისტულ პარტიებს შორის მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო, მოლაპარაკებები ავსტრიის კონსერვატიულმა „სახალხო პარტიამ“, „სოციალ-დემოკრატებმა“ და სხვა ცენტრისტულმა პარტიებმა დაიწყეს. იმ შემთხვევაში, თუ „სახალხო პარტია“ და „სოციალ-დემოკრატები“ ცენტრისტული კოალიციური მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებენ, მაშინ შესაძლოა, ავსტრიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. ცნობისთვის, ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის სექტემბერში ჩატარდა, რომელშიც ულტრამემარჯვენე, პოპულისტურმა „თავისუფლების პარტიამ“ გაიმარჯვა, ხოლო „სახალხო პარტია“ მეორე ადგილზე გავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)