15:16 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 16:33:10, 438 ნახვა

სამართალი
საქართველოს უზენაესი სასამართლო 52 სამეთვალყურეო კამერას ყიდულობს

საქართველოს უზენაესი სასამართლო 52 ახალ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერას ყიდულობს. ტენდერი დღეს, 20 თებერვალს, გამოცხადდა.

ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობისთვის კომპანიებს დაახლოებით 36 საათი ექნებათ, საწყისი ფასი კი 69 972 ლარია. ამ თანხაშია გათვალისწინებული მონტაჟის საფასური და ქსელის გამართვისთვის საჭირო მოწყობილობებიც.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უზენაეს სასამართლოს ახალი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მიაწოდოს. არსებული აპარატურის დემონტაჟისთვის და ახლის დასაყენებლად კომპანიას 20-დღიანი ვადა ექნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics