|
2025-02-20 16:16:36, 373 ნახვა
მსოფლიო
დანიის პრემიერის თქმით, ქვეყნის თავდაცვის ხარჯები იზრდება
დანიის პრემიერმინისტრის, მეტე ფრედერიკსენის განცხადებით, მიმდინარე და მომდევნო წელს დანიის სამხედრო ბიუჯეტი 50 მილიარდი კრონით გაიზრდება. მისი თქმით, საჭიროა დეფიციტის შევსება, განსაკუთრებით სარაკეტო თავდაცვის სისტემების კუთხით. "არის თუ არა მსოფლიოში რთული ვითარება? დიახ. არსებობს თუ არა იმის თქმის საფუძველი, რომ ეს მალე დასრულდება? არა. არსებობს მხოლოდ ერთი გზავნილი თავდაცვის მინისტრისთვის: შეიძინე, შეიძინე, შეიძინე". - განაცხადა ფრედერიკსენმა. მისი თქმით, შესყიდვები ხანგრძლივი ტენდერის პროცედურების გარეშე მოხდება. "თუ ვერ მივიღებთ ყველაზე საუკეთესო ტექნიკას, შევიძენთ მის შემდეგ საუკეთესოს. ახლა მხოლოდ ერთი რამეა მნიშვნელოვანი და ეს სისწრაფეა". - განაცხადა დანიის პრემიერმინისტრმა. დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლანდ პოულსენმა განაცხადა, რომ 2025 წელს დანია თავდაცვაზე მშპ-ს 3.2% დახარჯავს. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1.37%-ს შეადგენდა. დანიის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, შიდა ძალების ხანგრძლივი შემცირების გამო დანიას არ აქვს საჰაერო თავდაცვა და მოკლებულია საზღვაო შესაძლებლობებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)