06:21 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 14:57:44, 287 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ტრამპის ადმინისტრაცია იშვიათი ლითონების შესახებ უკრაინასთან გამარტივებული შეთანხმების დადებას შეეცდება

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იშვიათი ლითონების შესახებ უკრაინასთან გამარტივებული შეთანხმების დადებას შეეცდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პროცესის დაჩქარების მიზნით იშვიათი ლითონების შესახებ უკრაინასთან გამარტივებული შეთანხმების დადებას შეეცდება, ხოლო შეთანხმების კონკრეტულ პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას მოგვიანებით განიხილავს.

სააგენტოს წყაროების ცნობით, საბოლოო შეთანხმების მიღწევას დრო დასჭირდება.

კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა აშშ შეთანხმების მიღწევის მიზნით მუშაობას, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემას უპასუხა: „რა თქმა უნდა, ჩვენ ეს კაცი (ვოლოდიმირ ზელენსკი) რეალობაში უნდა დავაბრუნოთ“.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იშვიათი ლითონების შესახებ აშშ-ის წინადადებას არ დათანხმდა, რომლის მიხედვითაც აშშ უკრაინის კრიტიკული რესურსების 50%-ს მიიღებდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკული მხარის შეთავაზება აქცენტს აშშ-ის ინტერესებზე აკეთებდა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საუბარი არ ყოფილა. „მე ჩვენს ქვეყანას ვერ გავყიდი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics