|
2025-02-20 13:23:49, 331 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - საქართველოში ე.წ. დიპლომატები „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან
საქართველოში, ზოგადად, ამ დიპლომატების ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი მხარე და წარმოადგენენ „დიფ სთეითს“ ჩვენს ქვეყანაში. მათ დიპლომატებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, გამომდინარე მათი განცხადებებიდან და ქმედებებიდან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის კომენტირებისას. მისი თქმით, ყველაფერი უკვე ხელის გულზე დევს, და საზოგადოებისთვის ნათელია, თუ რას ემსახურება მათი საქმიანობა. „წლების განმავლობაში, თუკი რაიმე მძიმე ფაქტი, უბედურება ხდებოდა ქვეყანაში, ეს მათი დამსახურებაა და იმ მიდგომებისა და დამოკიდებულების შედეგი, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ. კერძოდ, თეთრზე შავს გვეუბნებოდნენ და ყოველთვის შენიღბულ-შეფუთული პერფორმანსების მოწმენი ვიყავით, თითქოს ეს იყო დემოკრატიის ნაწილი. რეალობაში კი, ზუსტად ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ქვეყანაში აღვივებენ დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას. კიდევ ბევრი რამე ამოტივტივდება. უკვე ყველაფერი ხელის გულზე დევს, თუ როგორ ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობა, რევოლუციების დაფინანსება სხვადასხვა ქვეყანაში“, – აღნიშნა თბილისი მერმა. მისი თქმით, ქართველი ხალხი გონიერია და მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან სწრაფად გაანალიზა, „თუ რა ხდებოდა ქვეყანაში უცხოელი ე.წ. დიპლომატების ჩართულობით, თუ რას ემსახურებოდა მათი ქმედებები“. „შესაბამისად, ხალხმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. არა მარტო ხელისუფლებამ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ჩვენთან ერთად, ქვეყანა აარიდა ძალიან დიდ უბედურებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)