|
2025-02-20 11:35:59, 343 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ჩვენ გრენლანდია უნდა დავიცვათ
ჩვენ გრენლანდია უნდა დავიცვათ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. „გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გრენლანდია უნდა დავიცვათ. ჩვენ ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და მეტიც, ჩვენ ეს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. ამასთან, მისი თქმით, აშშ-ის დედაქალაქი, ვაშინგტონი ქვეყნის ფედერალურმა მთავრობამ უნდა მართოს. „ვფიქრობ, ვაშინგტონის, კოლუმბიის ოლქის მართვა საკუთარ ხელში უნდა ავიღოთ და ის უფრო უსაფრთხო გავხადოთ. ვფიქრობ, კოლუმბიის ოლქი ჩვენ უნდა ვმართოთ, კანონისა და წესრიგის დაცვით უნდა ვმართოთ და იგი შესანიშნავი უნდა გავხადოთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში დანაშაულის დონე ძალიან მაღალია. „ძალიან ბევრი დანაშაულია, გაზონებზე ძალიან ბევრი კარავია. ძალიან ბევრი უსახლკაროა. ჩვენ უსახლკაროებს უნდა მივხედოთ. ამის ვაშინგტონში დაშვება არ შეიძლება, როდესაც ჩემთან ვიზიტით ჩამოდიან, მაგალითად, მაკრონი ჩამოდის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩამოდის, პრეზიდენტი სი ძინპინი ჩამოვა და ამას ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)