|
2025-02-19 15:05:38, 383 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - რუსეთისა და აშშ-ს ეროვნული ინტერესები ერთმანეთს სრულად არასდროს დაემთხვევა
რუსეთისა და აშშ-ს ეროვნული ინტერესები ერთმანეთს სრულად არასდროს დაემთხვევა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენი ეროვნული ინტერესები ერთმანეთს სრულად არასოდეს დაემთხვევა. უმეტესწილად, ინტერესები გარკვეულ სფეროებში განსხვავდება, რომლებიც თითოეული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ იქ, სადაც ისინი ემთხვევა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ორმხრივი სარგებელი მივიღოთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, საუდის არაბეთში, აშშ-ის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ განსხვავებულ ეროვნულ ინტერესებს კონფრონტაცია არ უნდა მოჰყვეს. „ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ იქ, სადაც ეროვნული ინტერესები განსხვავდება, პასუხისმგებელმა ქვეყნებმა, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთმა და აშშ-მაც არ უნდა დაუშვან, რომ არსებული განსხვავებები კონფრონტაციაში გადაიზარდოს, რომელიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის საზიანო იქნება“, - აღნიშნა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)