|
2025-02-19 14:25:47, 411 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ
არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ოდესაზე განხორციელებულ მასიურ თავდასხმას. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსების მიერ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. რუსული ძალების სამიზნე კი უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკული ობიექტები იყო. „ჯერ კიდევ გუშინ, ერ-რიადში გამართული ყბადაღებული შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ რუსეთის წარმომადგენლები ისევ იტყუებიან, როცა აცხადებენ, რომ ისინი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს მიზანში არ იღებენ. თითქმის პარალელურად კი, მათ მორიგი შეტევა დაიწყეს და დრონების გამოყენებით ელექტრო ტრანსფორმატორებს დაარტყეს. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ. მათი ნდობა არ შეიძლება და მშვიდობის მიღწევისთვის მათზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)