08:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 13:42:24, 417 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ და მოლდოვამ EU-ში გაწევრიანებაზე თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

შეთანხმების მიხედვით, რომელსაც მოლდოვისა და უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილეები აწერენ ხელს, მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა გაფართოების შესახებ მოლაპარაკებები, კანონმდებლობების ჰარმონიზება, სასამართლო რეფორმა და ფინანსური მხარდაჭერა.

მემორანდუმი ასევე ხელს უწყობს დემოკრატიული მმართველობის, ეკონომიკური რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ცოდნასა და გამოცდილების გაზიარებას.

"გლობალური ტურბულენტურობის მიუხედავად, ევროპული ინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნების უცვლელ მიზნად და ჩვენ მზად ვართ, ამ გზაზე ერთად ვიაროთ" – ამბობს უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილე, ოლგა სტეფანიშინა. 

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შექმნიან სამოქმედო გეგმას, რაც მოიცავს სხვადასხვა ინიციატივების გატარებას ერთობლივი შეხვედრებითა და სამუშაო ჯგუფებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics