|
2025-02-19 12:19:48, 397 ნახვა
მსოფლიო
რასა იუკნევიჩიენე - წარმოდგენაც არ მინდა, როგორ დასრულდება ტრამპის კოშმარი
წარმოდგენაც არ მინდა, როგორ დასრულდება ტრამპის კოშმარი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს. იუკნევიჩიენეს თქმით, დილა კიდევ უფრო საშინელი ახალი ამბებით დაიწყო. რასა იუკნევიჩიენე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის უკმაყოფილებაზე, რომ ერ-რიადში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე უკრაინა მიწვეული არ ყოფილა. „წარმოდგენაც არ მინდა, როგორ დასრულდება ტრამპის კოშმარი. იღვიძებ ამ დილით კიდევ უფრო საშინელი ახალი ამბებით. ჩემო ძვირფასო ამერიკელებო, განსაკუთრებით რესპუბლიკელებო, ამ ქვეყანაში ხმის უფლება კიდევ გაგაჩნიათ?“, – წერს რასა იუკნევიჩიენე. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა: „დღეს გავიგე, რომ „ჩვენ არ მიგვიწვიეს“, სამი წელი სად იყავით? თქვენ არასოდეს უნდა დაგეწყოთ ეს ომი“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)