|
2025-02-19 11:31:19, 406 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს
ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრაზილიის გენერალურმა პროკურორმა, პაულუ გონე ბრანკომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუსა და 33 სხვა პირს ბრალი წაუყენა. გენერალური პროკურორის ბრალდებებს ახლა ბრაზილიის უზენაესი სასამართლო განიხილავს და დამტკიცების შემთხვევაში ბოლსონარუს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ და იგი სასამართლოს წინაშე წარსდგება. ბრალდებების თანახმად, ჟაირ ბოლსონარუ ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას მოწამვლას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე დე მორაეს მკვლელობას გეგმავდა. ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იგი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)