2025-02-18 15:44:08, 338 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი კით კელოგს შეხვდა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინასა და რუსეთში, კით კელოგს შეხვდა.
ბრიუსელში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფონ დერ ლაიენი პლატფორმა X-ზე ავრცელებს. მისი თქმით, გენერალ კელოგთან მნივშნელოვანი განხილვა ჰქონდა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით
"ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისით ევროპამ ყველაზე მეტი შეიტანა პროცესში და ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით ძალისხმევას". - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი
"ჩვენ გვსურს აშშ-თან პარტნიორობა, რათა უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უზრუნველვყოთ". - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, "ახლა კრიტიკული მომენტია".
ავტორი: ექსპრესნიუსი,