04:22 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 11:25:20, 435 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის ლიდერობის პირობებში, ქვეყანამ სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია

ბიძინა ივანიშვილი რომ არა, საქართველო და ქართველი ხალხი დღეს იქნებოდა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე ახლა უკრაინა და უკრაინელი ხალხი იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს! ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადად დაადასტურა, როგორ ბეწვის ხიდზე გაიარა საქართველომ განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საქართველო და ქართველი ხალხი დღეს იქნებოდა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე ახლა უკრაინა და უკრაინელი ხალხი იმყოფება.

ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ის, რაც ასე ძლიერ გვაკლდა საქართველოში – სახელმწიფო საქმის მოთმინებით კეთების კულტურა. ჭარბი ემოციები და მოუთმენლობა ჩვენს ქვეყანას რამდენიმე ომად, უცხოური აგენტურის ცხრაწლიან ავტორიტარულ მმართველობად და მძიმე ეკონომიკურ ჩამორჩენად დაუჯდა. ბიძინა ივანიშვილის ლიდერობის პირობებში, ქვეყანამ ყველაზე რთული გამოწვევები წარმატებით დაძლია, თორმეტწლიანი უწყვეტი მშვიდობა შეინარჩუნა და სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვუხდი მადლობას, ყველა იმ დიდი საქმისთვის, რომელიც მას საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის უკეთებია!“, – წერს ირაკლი კობახიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics