11:56 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 17:53:34, 382 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტუსკი - ჩვენ არ ვგეგმავთ პოლონელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნას

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ ტუსკმა პარიზში, ევროპელი ლიდერების სამიტზე გამგზავრებამდე განაცხადა.

„ვიცი, რომ ბევრი სპეკულაცია და ვარაუდია იმასთან დაკავშირებით, ვისაუბრებთ თუ არა პარიზში იმაზე, ვინ და როდის შეძლებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. როგორც იცით, როდესაც საქმე ეხება პოლონეთის მხრიდან მხარდაჭერას, ვფიქრობ, ეს საკითხი გადაწყვეტილია. პოლონეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა – ორგანიზაციულად, ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად. რაც შეეხება ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას, ჩვენ არ ვგეგმავთ პოლონელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნას“, – განაცხადა ტუსკმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლონეთი მზად არის, გააგრძელოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ევროკავშირთან, თავის მოკავშირეებთან და აშშ-სთან.

ელისეის სასახლეში დღეს დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალის, ესპანეთის ლიდერები, ასევე დანიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეხვედრაზე წარმოადგენს ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებს. სამიტს ასევე დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics