|
2025-02-17 16:02:26, 580 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - ვინ იყო ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა “ქართული ოცნება“ ?! არავინ!
ვინ იყო ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა „ქართული ოცნება“?! არავინ! ის არავის აინტერესებდა და შესაბამისად, არც არავის დააინტერესებდა! - ასეთი ტიპის ბრალდებები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დააორგანიზა და ა.შ. უკვე აღარ მუშაობს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას კვერცხები ესროლეს. მისი თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ თუ ვინმე არის კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში, ერთ-ერთი არის თვითონ გიორგი გახარია. „მე არ მგონია ვინმეს საქართველოში ამის მერე უკვე შეეშალოს, ვინ არის გიორგი გახარია. განსაკუთრებით, იმის მერე, რაც მან გადადგომის შემდეგ არა ერთხელ დაამტკიცა, რომ მან არა მხოლოდ თავის გუნდს, სადაც ის გაიზარდა, არამედ მთლიანად სახელმწიფოს უღალატა. აქედან გამომდინარე, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ თუ ვინმე არის კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში, ერთ-ერთი, სხვათა შორის, არის თვითონ გიორგი გახარია. მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ვინ იყო, ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა „ქართული ოცნება“?! არავინ! ის არავის აინტერესებდა და შესაბამისად, არც არავის დააინტერესებდა. თუ ის გახდა ყველაფერი, რაც დღეს არის, ცნობადობა გნებავთ თუ ა.შ. „ქართული ოცნების“ წიაღში, მაშინ მას უამრავ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. ასეთი ტიპის ბრალდებები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დააორგანიზა და ა.შ. უკვე აღარ მუშაობს. ეს რეალობა არის მოცემულობა, როდესაც, მათ შორის, თავად კოლექტიურ „ნაცმოძრაობაშიც“ არ აქვთ მთლად დალაგებული საქმე, როგორც ვიცით,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ. პარტიაში განმარტეს, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა მოგვიანებით, კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან გიორგი გახარიას კვერცხებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)