|
2025-02-17 13:49:13, 323 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ყოლბაია - ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აფხაზებთან პირდაპირ დიალოგში შესასვლელად
რეგიონულ პოლიტიკურ ველზე რაღაც თუ შეიცვლება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აფხაზებთან პირდაპირ დიალოგში შესასვლელად, - ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა. მან ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგები შეაფასა. ყოლბაიას განცხადებით, „აშკარად ანტირუსული პოლიტიკა ვერ განხორციელდება, რადგან აფხაზური მხარე ყველა შემთხვევაში მიიჩნევს, რომ მათი უსაფრთხოების, ე.წ. სახელმწიფოებრიობის, ე.წ. სუვერენიტეტის გარანტი არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი“.
მისი განცხადებით, ე.წ. არჩევნებში პრაქტიკულად, რუსეთის კანდიდატურამ კრახი განიცადა.
ცნობისთვის, 15 თებერვალს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. „პრეზიდენტობისთვის“ ხუთმა „კანდიდატმა“ მიიღო მონაწილეობა. ესენი არიან: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ იმასაც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნების“ დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო 15 ნოემბერს დაპირისპირება დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. აღნიშნული დაპირისპირების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 19 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)